წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა
წნორში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანას შეეჯახა, რა დროსაც მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა.
საავადმყოფოში ამბობენ, რომ კაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნებოდა , ამიტომ დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.