ბათუმში პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით პოლიციამ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკვა. შს სამინისტროს ინგორმაციით, დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დგინდება, რომ სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები