რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 5 ახალი დაინფიცირებულიდან 4 ცაგერის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით ბოლო 24 საათის მანძილზე გამოვლენილი დაინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. როგორც ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს დაინფიცირებულთა შორის ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლე და სასწრაფო დახმარების მედდა-„4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა გვაქვს სრულიად ახალი შემთხვევებიც. პაციენტთა მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ“,-განაცხადა ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 422-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 277.218-ს მიაღწია. ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 20 მარტისათვის არის 1,82%, ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო 7 დღის – 1,49%. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
იმერეთი – 71, აჭარა – 29, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, გურია – 20, კახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2.