ხარაგაულში, ჩინური კომპანიის სამშენებლო ტერიტორიაზე ცეცხლი ლიკვიდირებილია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ ადგილზე კონტეინერს ცეცხლი ეკიდა, თუმცა მალევე მოხდა გამოძახების გაუქმება. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მაინც გავიდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ კონტეინერს გაუჩნდა, სადაც კომპანიის თანამშრომლების ცხოვრობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კომპანია ადგილზე ავტონამის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.