იმერეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინა

20 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 71 დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 273.  მძიმე პაციენტია 276 პირი, მათ შორის იმერეთში – 73.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, მათგან იმერეთში – 11.

168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 35 – აჭარაში.
2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები