ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 22-ით გაიზარდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა.