აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი
ბოლო 24 საათის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი, რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 905 პირი.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,დღეის მონაცემებით, კლინიკა დატოვა 8 პირმა. ბათუმის კოვიდ კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობას გადის 100 ინფიცირებული, აქედან კრიტიკულად იმყოფება 3 პაციენტი”,- ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმის კოვიდ სასტუმროში -35, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 94 პირია მოთავსებული.