რუსთავში 17 წლის გოგომ თანატოლი დაჭრა
რუსთავში 20-ე მიკრო რაინში 17 წლის გოგომ თანატოლი ცივი იარაღოთ დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობენ კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და საბოლოოდ თანატოლმა 17 წლის გოგოს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანს გაეწია შესაბამისი დახმარება და უკვე ბინაზეა გაწერილი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო.