ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობა, შესრულების ხარისხი და დასრულების ვადები განიხილეს.
“მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ამ ეტაპისთვის გზების რეაბილიტაციის, საყრდენი კედლების მოწყობის, ხიდების მშენებლობის, მდინარეების კალაპოტის წმენდის, ნაპირსამაგრების, სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.
შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, , შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი” , შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“,შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – განაცხადეს ონის მერიაში.