საგარეჯოში, მამაკაცს მეზობელი ტრაქტორით დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაცით, შუა ხნის კაცი სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
როგორც “შსს” – ში აცხადებენ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მას ტრაქტორი დაეჯახა და მძღოლმა დანაშაული აღიარა.

მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული და შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები ტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები