“ბებიამ საკუთარი მეთოდებით სცადა სამაგიეროს გადახდა” – კახეთში ბავშვებზე ძალადობის ფაქტი მოხდა

კახეთში ბავშვებზე ძალადობის ფაქტი მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აიძულებენ მშობლები მოზარდებს ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდას.

საქმე უკავშირდება არასრულწლოვნებს შორის მომხდარ კონფლიქტს, რისი მოგვარებაც და შერიგებაც მშობლებმა სცადეს. მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მისი შესწავლა უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

სკოლის დირექციის განმარტებით, ონლაინ სწავლების დროს საერთო ჩათში მოხდა ინციდენტი, რაზეც ბებიამ “საკუთარი მეთოდებით სცადა სამაგიეროს გადახდა”

რაც შეეხება კახეთში “ადამიანის უფლებათა ცენტრს”, უფლებადამცველები მომხდარს ბულინგად აფასებენ და სამართალდამცავი ორგანოებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.

“ეს ბულინგია და ძალიან მძიმე ფაქტია ბავშვების მხრიდან ჩადენილი, თუმცა იგივე მეთოდი რომელსაც იყენებს სრულწლოვანი ადამიანი და ამას ესწრება დედაც, არ მგონია რომ მთლად გამართლებული იყოს. ალბათ უკეთესი იქნება თუკი სკოლა შეძლებს, რომ ჩაატაროს ისეთი ღონისძიებები და აქტივობები ამ ბავშვებთან, რომ თუ დავუშვათ და სუსტია, რომელიმე თანატოლი, მათ მიმართ თანაგრძნობის და დახმარების სურვილი გაუჩინონ და არა დაჩაგვრის,” – განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი ლია ხუროშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები