ერთწლიანი პაუზის შემდეგ შუახევის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა რეპეტიციები განაახლეს

ერთწლიანი პაუზის შემდეგ რეპეტიციები განაახლეს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
სარეპეტიციო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მკაცრადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმები, კონტროლდება სოციალური დისტანცია, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება ოთახები.
დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასა და სამუშაო პროცესის ადგილზე გაეცნო შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე.
კულტურის ცენტრში 4 ფოლკლორული და 2 ქორეოგრაფიული ანსამბლი ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები