ბორჯომში ცხაურის 82-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩის N35-ში ცხაურების რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გაიწმინდა გზის 82-მეტრიან მონაკვეთზე არსებული სანიაღვრე.

“პროექტი გზების გამყოლი სანიაღვრეებისა და სანიაღვრე ჭების მოვლა-პატრონობის სამუშაოების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.
სამუშაოები შპს “წყალსადენისა და კანალიზაციის საექსპლუატაციო სამსახურმა” შეასრულა”,- განაცხადეს მერიაში.

ცნობისთვის, ბორჯომის მერია ცხაურების შეკეთება-რეაბილიტაციას ახალ უბანსა და ლიკანის დასახლებაშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები