თელავის 2 საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

თელავის პირველ და მე-5 საბავშვო ბაღში კოვიდ 19-ის შემთხვევები გამოვლინდა.
” რეგიონული კვირის” ინფორმაციით, აღსაზრდელები ნათესავები არიან და ვირუსი ორივე მათგანს ერთდროულად გამოუვლინდა.

როგორც თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მოზარდების დაინფიცირების გამო, 12-დღიან თვითიზოლაციას მხოლოდ იმ კონკრეტული ჯგუფების აღსაზრდელები და მასწავლებლები გაივლიან, სადაც შემთხვევები დაფიქსირდა.
“კორონავირუსი თელავის ბაღებში ამ ეტაპზე მხოლოდ 2 აღსაზრდელს დაუდასტურდა. ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან და კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან. დღეიდან 12 დღის განმავლობაში, თვითიზოლაციას კონკრეტული ჯგუფების აღსაზრდელები და მათთან კონტაქტშიი მყოფი მასწავლებლებიც გაივლიან”,- აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელოს მოვალეობის შემსრულებელმა, ია ლუარსაბიშვილმა.

დაინფიცირებულები ემ ეტაპზე, სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები