ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა – როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ბათუმსა და ხელვაჩაურში თითქმის ერთდროულად ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ორი პირი დაშავდა.

ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში უკვე გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, ამ დროისთვის დაზარალებულებს გამოკვლევები უტარდებათ.

ორივე ავარიის შედეგად დაშავებულები ქალები არიან.
როგორც “რეგიონულ კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები