ექიმები სამხცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქციას მართავენ

19-20 მარტს ექიმების ჯგუფი, ჟურნალისტების თანადგომითდა ფონდმზის შვილებისეგიდით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის ადმინსიტრაციულ ერთეულსა და ახალაქალაქის სოფელ კოთელიაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარებს და საჭირო მედიკამენტებგადასცემს.

,,მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაშიშექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიცდიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდანმოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომსხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობასვეღარ იღებენ. ამიტომ, ჟურნალისტებისა დაექიმების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომზემოხსენებულ დასახლებულ პუნქტებშიპერიოდულად გავმართოთ საქველმოქმედოაქცია, – ამბობს იდეის ავტორი ვანო პავლიაშვილი.

ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობს.

კოვიდპანდემიის გამო მოსახლეობის გარვეული ნაწილი სამედიცინო მომსახურეობას მოწყდა. ამიტომაც, ექიმების ჯგუფმა, ჟურნალისტებთნ ერთად, გადავწყვიტეთ, პერიფერიული სოფლებიმოვინახულოთ და საჭირო მედიკამენტებიმივაწოდოთ, რაშიც ფარმაცევტული კომპანია GM ფარმა დაგვეხმარა,აცხადებს სოლომონ ზეიკიძე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად ბუღალტერთა კლუბ ფორუმის, საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენის, ბილალ ილდიზის, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის, ზედაზენისა“ და ჯიემ ფარმას თანადგომით ხორციელდება.

ექიმთა ჯგუფმა, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ანალოგიური საქველმოქმედო აქცია, გასულ თვეს ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ილტოს ხეობაში გამართა.

დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის ადმინსიტრაციულ ერთეულში საქველმოქმდო აქცია 14:00 საათზე დაიწყო.

20 მარტს, შაბათს, ახალაქალაქის სოფელ კოთელიაში კი 11:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები