მალხაზ თორია გაეროს მუდმივ კოორდინატორს და UNFPA-საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს საბინე მახლს და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენელთან მერიკო ქაჯაიასთან ერთად შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ რეგიონში განხორციელებული პროექტები და სამომავლოდ ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები. მალხაზ თორიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე რუხის საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით „თანასწორობის კუთხე“ და ფოტოგამოფენა გაიხსნება. რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება.