ხობში დასუფთავების აქცია მოეწყო
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების აქცია გაიმართა
ადგილობრივმა მოსახლეობამ და მერიის თანამშრომლებმა წინასწარ შერჩეული ადგილები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში პერიოდულად გაიმართება.
ნარჩენების გატანას შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს.
აქცია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.