გოგი წულაია: რა მაქვს დასამალი, გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი
“რა მაქვს დასამალი, გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი”, – ამის შესახებ გოგი წულაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართა.
ცნობისთვის, დღეს სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.
მოსამართლემ წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა 5000-ლარიანი გირაოს თაობაზე არ დააკმაყოფილა და მას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდება გოგი წულაიას სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას ედავება.