გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გოგი წულაიას ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
წულაიას ბრალი გუშინ კიდევ უფრო დაუმძიმდა, თუმცა დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
უფლებადამცველები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.
პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.