აჭარაში კორონავირუსისგან 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან 14 გამოჯანმრთელდა , დღემდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 35 890 შეადგინა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
,, კლინიკა დატოვა 7-მა პაციენტმა
ამ დროისთვის კრიტიკულად იმყოფება
3 პაციენტი. ბათუმის კოვიდ კლინიკაში მკურნალობას გადის 103 ინფიცირებული”,- ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმის კოვიდ სასტუმროში -37, ხოლო
ონლაინ კლინიკაში – 82 პირია მოთავსებული.