ცაგერის 3 სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 3-ვე ახალი შემთხვევა ცაგერის სკოლებს უკავშირდება.

ქვედა ცაგერისა და ორბელის სკოლების მოსწავლეებს, ასევე უსახელოს სკოლის პედაგოგს კორონავირუსი გუშინ ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი სოფელ ორბელის, ერთიც ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეა, მესამე დაინფიცირებული კი სოფელი უსახელოს სკოლის პედაგოგი, ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე სოფლების უსახელოს სკოლა მთლიანად, ორბელის მე-6 და ქვედა ცაგერის მე-8 კლასები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ“, – განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 276.796 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 269.626 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 242), გარდაიცვალა – 3.683 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 235, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.434 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 154 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები