გურია საინვესტიციო ფორუმს უმასპინძლებს

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე გურიის საინვესტიციო ფორუმის ჩატარებაზე იმსჯელეს, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციიების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები დაესწრებიან. ფორუმზე განხილული იქნება გურიის საინვესტიციო მიმზიდველობის კონკურენტული უპირატესობა, ასევე, შეთავაზებული იქნება კონკრეტული საინვესტიციო პაკეტები.
გურიის საინვესტიციო ფორუმი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები