იმერეთში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან 72 იმერეთში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც, 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის 264 იმერეთში.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 271 პირი იმერეთში – 73.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან 11 იმერეთში. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 – თბილისში, 26 – აჭარაში.

1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.

დღეის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.37%.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები