ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან 23 კახეთში დაფიქსირდა

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე -Stopcov.ge – გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოვიდ-19-ით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან 23 კახეთში დადასტურდა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 22, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 13, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს გასულ 24 საათშუ კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები