ბაღდათის მერმა ომის ვეტერან ქალს 100 წლის იუბილე მიულოცა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში მცხოვრებ ნონა აგიაშვილს ასი წლის იუბილე, მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ და საკრებულოს თვმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ მიულოცეს.
ნონა აგიაშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა და მას საშუალება აქვს ისარგებლოს ყველა იმ სერვისით რომელიც გათვალისწინებულია ომის მონაწილეებისთვის და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის.