როგორია აცრილი ექთნის მდგომარეობა – ლევან რატიანის კომენტარი
ჩვენდა სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შესაძლოა დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ. ასე შეაფასა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ახალციხიდან გადნოყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრიდან 15 წუთში სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.
“ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკირად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებილი აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადეფითი ეფექტი ამ ეტაპზე, კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლოა დასრულდეს, ჩვენდა სამწუხაროდ, გულის გაჩერებით კვლავ”, – განაცხადა რატიანმა.