დღეს მცხეთისა და თიანეთის 15 სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება

დღეს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, თხინვალა, წილკანი, ფრეზეთი, ახალდაბა, ერედა, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 – საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟებოტა, თეგერაანები, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს ზაჰესში: პლატინის, ავჭალის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში მუხათგვერდი და წიწამური.

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები