დმანისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დმანისის მუნიციპალიტეტის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში,  დმანისის კლინიკაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სამედიცინო პერსონსლის აცრა დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“ვაქცინა “ასტრაზენეკა”დაავადებათა კონტროლის მიერ, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შემოტანილი იქნა 14 მარტს, ამ ეტაპისთვის სულ 180 დოზა და განკუთვნილია პირვლი აცრისთვის.

აღნიშნული ვაქცინით აცრა ორჯერ ტარდება 6-8 კვირიანი შუალედით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები