სოფელ ველისციხეში 80 წლამდე ქალის ცხედარს შვილი 2 თვე ინახავდა

სოფელ ველისციხეში 80 წლამდე ქალის ცხედარს შვილი დაახლოებით 2 თვე ინახავდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შსს- ში დაუდასტურეს.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა.

“ქალი სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის გარდაცვლილია, რადგან სახლში გვამის ნაწილები ნახეს. მის შვილს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დედას ხშირად სცემდა. მისმა შვილმა არავის უთხრა და არ დაასაფლავა. სახლიდან საშინელი სუნი რომ გამოვიდა, მეზობლებმა პოლიციას დაურეკეს. “- ამბობებენ ადგილობრივები.

ამ დროისთვი, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები