გიორგი ხოჯევანიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე და ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის: ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ჩვენს ქვეყანაში ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს და ასევე, ისეთ საკითხებსაც, რომლებიც სამომავლოდ საქართველოსა და ბულგარეთის შორის თანამშრომლობის დღის წესრიგშია. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა