წალენჯიხაში ხანძარს 78 წლის ქალი ემსხვერპლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც “რეგიონულ კვირას” წალენჯიხის მერმა განუცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია.
,,სამწუხაროდ, გარდაიცვალა 78 წლის ქალი. ის საკუთარ სახლში შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა. ახლა ვარკვევთ დეტალებს, ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები“ – განაცხადა წალენჯიხის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
„ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მუშაობდა 5 ეკიპაჟი. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს ერთი ადამიანის ცხედარი“, – განაცხადეს სიტუაციების მართვის სამსახურში.