ქვემო ქართლში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წარადგინა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს.
სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგებზე იმსჯელეს. ლია გიგაურმა დეტალურად ისაუბრა 10 წლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიის 2021-2030 წლების პროექტის დოკუმენტში აისახება.
შეხვედრაში ქვემო ქართლის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით მომზადდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები