სოფელ ჭიაურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ ჭიაურსა და წითელგორში, შიდა გზებზე ასფალტო-ბეტონის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე დაათვალიერა. როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები 1980 გრძივი მონაკვეთზე ეწყობა და გზის ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად, დამშრობ არხზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირი და 214 გრძ. მეტრი სანიაღვრე არხის მონაკვეთი მოეწყობა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 566 830 ლარს შეადგენს.