ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყო
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში დაიწყო.
ამბოლატორიულ ცენტრებსა და „ევექსის“ კლინიკებში ვაქცინაცია დილიდან მიმდინარეობს. სამივე მუნიციპალიტეტში 70-მდე ექიმია რეგისტრირებული. მედიკოსები ნებაყოფლობით იცრებიან და კოლეგებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია 15 მარტს ზუგდიდიდან დაიწყო, ხვალ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება. რეგიონის მასშტაბით 3 100 დოზაა გამოყოფილი.