ქობულეთში უბედურ შემთხვევას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქობულეთში, უბედურ შემთხვევას მამა- შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით ისინი მეზობლის სახურავს აკეთებდნენ. რა დროსაც ჩამოვარდნენ და ადგილზე გარდაიცვალნენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, შვილი 35, ხოლო მამა 70–წლამდე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.