რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ცაგერში, სოფელ ქვედა საირმეში დასრულებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
ცაგერში, სოფელ ქვედა საირმეში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, ბუნებრივ სვეტებიან ძეგლთან მისასვლელი, დასრულებული ინფრასტრუქტურა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან ლუიზა ვინტონთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან ერთად დაათვალიერა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო: ბეტონის ქვაფენილები, მოსაცდელი მოედნები, ღამის განათება და განხორციელდა სხვა დამატებითი სამუშაოები.
„მხარეებმა იმსჯელეს სამომავლოდ აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის ზრდაზე და განვითარებაზე.
მსგავსი პროექტების მხარდაჭერა მიზნად ისახავს ტურისტული პოტენციალის ზრდას რეგიონში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.