ყვარელში ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგო მძიმედ დაშავდა

ყვარელში მომხდარი ავარიას დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა, რა დროსაც 22 წლის გოგო ხეს შეეჯახა.
მოტეხილობებით და სხეულის მრავლობითი დაზიანებით ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის სასწრაფო ქირურგიულ ოპერაციას საჭიროებს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები