ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

2021 წლის 17 მარტს გაიმართა სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია, იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ  ინფორმაციას იაპონიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა, საქართველოს პარლამენტის, რეგიონული და მუნიციპალური მთავრობის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს კახეთის რეგიონის განვითარების ხელშეწყობას, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებით და ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფით.
დაფინანსებული სამი პროექტია:
1. თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. განმახორციელებელი: თუშეთის განვითარების ფონდი. ბიუჯეტი: 87, 256 აშშ დოლარი.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტში მრაფალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის შექმნა. განმახორციელებელი: ორგანიზაცია „ბრიჯი – ინოვაცია და განვითარება“. ბიუჯეტი: 64, 151 აშშ დოლარი.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის მეორადი სახანძრო მანქანის შეძენე. განმახორციელებელი: საგანგებო სიტუაციების სამსახური. ბიუჯეტი: 77,633 აშშ დოლარი.

  1. “2020-2021 ფისკალურ წელს, იაპონიის საელჩომ დააფინანსა 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (1’142’467 აშშ დოლარი) 12 პროექტი GGP გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში. პროექტები განხორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ეკონომიკურად მოწყვლად დასახლებებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები