“საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო, სამრეცხაო და სველი წერტილები”- წყრუთში საბავშვო ბაღი შენდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორ სართულიანი შენობის აშენება, სადაც მოეწყობა საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო, სამრეცხაო და სველი წერტილები.
ასევე, ეზოში მოეწყობა ბავშვების გასართობი სივრცე, გამწვანება, ლამპიონები, მოსასვენებელი სკამები და დაიგება დეკორატიული ფილები.
“სოფელში წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღი 90-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს”,-წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 877 157 ლარით ფინანსდება.