აჭარაში კოვიდინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე პერიოდში, გამოჯანმრთელდა – 10 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 876 პირი.
,, კლინიკა დატოვა 3-მა პაციენტმა
კრიტიკულად იმყოფება 3 ინფიცირებული.
ბათუმის კოვიდ კლინიკაში მკურნალობას გადის 105 პაციენტი”,-ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმის კოვიდ სასტუმროში -27, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 76 ადამიანი იმყოფება.