ბათუმში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ქურდობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მამაკაცი წარსულში ნასამართლევი პირია.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილ 26 ველოსიპედს უკანონოდ დაეუფლა. პოლიციამ მოპარული ველოსიპედების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო”,-ნათქვამია განცხადებაში

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები