გურიაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10244 PCR ტესტით.
18 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 369 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276436 – ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 378 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269384 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3674 პირი ემსხვერპლა.