იმერეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან იმერეთი – 67 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352, საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 246.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის იმერეთში – 70.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან იმერეთში – 12.
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 – თბილისში, 26 – აჭარაში.
1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსიტ 9 ადამიანი გარდაიცვალა.