14 ახალი შემთხვევა და 16 გამოჯანმრთელებული-ეპიდვითარება სამეგრელოში
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 16-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები
ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება – 31 კოვიდპაციენტი მათ შორის 6 მძიმე პაციენტი.
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს გადის 23 პირი, მათ შორის მძიმეა 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 9 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 5
სენაკი ლაზიკა მედში კი 20 ინფიცირებულია მოთავსებული მათ შორის 1 მძიმე.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 106 ადამიანი მკურნალობს. მათგან 8 ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 122 ადამიანი რჩება.