ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 21-ით გაიზარდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 26, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4”, – ნათქვამია განცხადებაში.