მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული სოფლების საშაბუროს, ლაზვიაანთკარის და ბაგას მოსახლეობას შეხვდა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგის, ლაზვიაანთკარისა და საშაბუროს მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრას, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად ესწრებოდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ პირადად მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
დავით ნოზაძის განცხადებით, ზემოაღნიშნულ სოფლებში ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარებულია. თუმცა, გამოწვევები კვლავ არსებობს, რაც ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.
სოფელ ბაგისა და ლაზვიაანთკარის მოსახლეობა მთის სტატუსით სარგებლობს, რაც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, გაზრდილ პენსიასა და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს.