19 მარტის 21:00 სთ-დან 20 მარტის 05:00 სთ-მდე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 19 მარტის 21:00 სთ-დან 20 მარტის 05:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები