ომარ ტაკიძე შუახევში შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა
დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, შშმ პირთა დღის ცენტრში, არსებულ ვითარებასა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
შშმ დღის ცენტრი სრულად უზრუნველყოფილია ჰიგიენური რესურსებისა და დამცავი საშუალებების მარაგით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.
დღის ცენტრით 6-დან 18 წლამდე 10 ბავშვი სარგებლობს სხვადასხვა სახის მომსახურებით, როგორებიცაა არაფორმალური განათლება, სოციალური უნარების განვითარება, კვება და ტრანსპორტირება. ბენეფიციარები სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით.
დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა, საჭიროებაზე მორგებული მომსახურება, ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.