თელავში, ინდმეწარმე ყურბან თემურ ოღლის მაღაზიაში უცნობი პირები შეიჭრნენ და ცივი იარაღის მუქარით ობიექტის მეპატრონეს 50 ლარი გასტაცეს. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში სავარაუდო დამნაშავე ორივე მათგანი მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალიატები იმყოფებიან და მიმდინარეობს გამოძიება.